თაკო ჩარკვიანი პროდასავლურ განცხადებებს აკეთებს, მამამისი რუსეთს ლექსებს უწერდა და პოლიციის უფროსებს უნიშნავდნენ-ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

ხელისუფლება არ უნდა უწევდეს ანგარიშს ხელოვანებს , მათ მხოლოდ ნიჭის გამო უნდა აფასებდნენ, მაგრამ ისინი შეჩვეულები არიან კომუნისტების დროიდან, რომ ,,თითო პოლიციის უფროსს ყველას უნიშნავდნენ და მერე იმათ ფული ჩაჰქონდათ”-ამბობს შაკვა ნათელაშვილი.

გადაცემა ,,პრიორიტეტის” ეთერში ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მაგალითად ჯანსუღ ჩარკვიანისთვის სულ იყო დანიშნული ერთი-ორი პოლიციის უფროსი ,,მისი ქალიშვილი კიდევ გამოდის და აქებს ამერიკას და დასავლეთს ისეთ დონეზე, რომ მე ჩემი თავი დასავლეთის მტერი მგონია, ეს იმ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახია, რომლის მამაც რუსეთს ლექსებს უწერდა და შევარდნაძის გვერდით იდგა,”-განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ოჯახი ორ ნაწილადაა გაყოფილი, რადგან მათ სამშენებლო ბიზნესი აქვთ და ზურგი სჭირდებათ.

banner
წინა სტატიაშიცაგარეიშვილს 15 პარტია აქვს გამოცვლილი, მოღალატეა…ჩემს კოორდინატორებსაც სთავაზობდა ფულს-ნათელაშვილი
შემდეგი სტატიასამი დღე არჩევნებამდე – საუბნო საარჩევნო კომისიებს პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები ტოვებენ