თაკო ჩარკვიანი – ბოლომდე შენს გვერდით მიგულე ასიათასობით მხარდამჭერით, პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო

შევინარჩუნოთ წონასწორობა, ხვალ არჩევნებზე და 3 რიცხვში მობილიზაცია, ყველაფერი გაანალიზებული აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ თავგანწირვით იბრძვის საქართველოსთვის – სახელმწიფოებრიობისთვის, რომელსაც ანადგურებენ, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს სახელმწიფო ჩამოშლილია, აღარ არსებობს.

„მოკლედ ასე: შევინარჩუნოთ წონასწორობა…..ხვალ არჩევნებზე და 3 რიცხვში მობილიზაცია ….. ყველაფერი გაანალიზებული აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ თავგანწირვით იბრძვის საქართველოსთვის -სახელმწიფოებრიობისთვის, რომელსაც ანადგურებენ! თქვა, ჩამოვიდა – ჩვენი სახელმწიფო მიტაცებულია, მთელი დღე „გაჰკიოდნენ“ ეს ცრუპენტელები, პრეზიდენტი საქართველოში არ შემოსულაო! სახელმწიფო აღარ არსებობს, ჩამოშლილია, ფეოდალ -ოლიგარქის – ივანიშვილის აგარაკია ჩვენი სამშობლო. ახლა უპირველესია ბრძოლა ღირსებისთვის, მობილიზაცია და დასრულება ამ ბანდიტური ქურდული „ოცნებისა“ !!!!!შევინარჩუნოთ წონასწორობა, საქართველოს ანექსიას და აშენებული სახელმწიფოს დანგრევას არ დავუშვებთ! სააკაშვილმა არავინ შეაწუხა, არავინ, ყველა დაინდო, ვაჟკაცურად, ღირსეულად მოიქცა, ისე როგორც ძლიერ ლიდერებს სჩვევიათ ისტორიულად! ბოლომდე შენს- თქვენს გვერდით მიგულე, იცოდეთ ასიათასობით მხარდამჭერით, პრეზიდენტო , ძმაო და მეგობარო!!! ხვალ ჯერ არჩევნებზე! შემდეგ კი ვიცით, ღირსება რა არის მოქალაქეებმა“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – გირგვლიანის წამებით მოკვლის ფაქტზე სააკაშვილი გასამართლებულია და მისჯილი აქვს სასჯელი
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია – არანაირი არეულობა სააკაშვილის ჩამოსვლას არ მოჰყვა