თაკო ჩარკვიანი- ოჯახებში ისეთი მდგომარეობაა, გეფიცებით, თმები ყალყზე მაქვს

პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს რუსულ ნარატივის, რუსული კორუფციული სქემით ცხოვრებას და გამოსავალი არ არის.

როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნა, რომ ქვეყანა კორუფციის ტალახშია ჩაფლული.

„დღეს 7 აგვისტოა, მე შემთხვევით არ ვახსენებ ამ სიტყვას, ეს არის რუსული მართვის ტიპური რუსული სქემები, შვიდში დაიწყო ომი და არა რვაში, ოთხი სოფელი ჰქონდა გამოვლილი ტანკებს. ეს სისულელე, რომელიც გვესმის ხოლმე, არ შემიძლია, გვერდი ავუარო. ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, აგრძელებს რუსულ ნარატივს, რუსული კორუფციული სქემით ცხოვრებას და გამოსავალი არ არის, უნდა მოვიდეთ და დავასრულოთ. ფული, ბიუჯეტი ეს არის ხალხის, ხალხის ნაშრომი და ყოველი კაპიკი, გრანტი იქნება ეს თუ სხვა რამ, უნდა მივიდეს ხალხამდე, რომელიც არ მიდის. არ მოგასვენებთ, ოქტომბრამდე ასე გავივლით, თითოეულ კვლევას მივაწოდებთ ხალხს, დაიდება სოციალურ ქსელში. ეს არ არის შემთხვევითი კვლევები, ყოველი კაპიკი გვაქვს აღნუსხული. შეუძლებელია უკვე ამის ატანა, სულ ჩაეფლო კორუფციის ტალახში ქვეყანა და რაღაც უნდა ვიღონოთ. ახლა დავდივართ და გეფიცებით, თმები ყალყზე მაქვს, ისეთი მდგომარეობაა ოჯახებში და კიდევ ვიღაც ბედავს, გამოდის და ამბობს მადლობა. მადლობა კი არა, ქურდები სხედან ხელისუფლებაში“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიკომპანია ZAG-ის დირექტორის თამარ კობერიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი-ჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია