თაკო ჩარკვიანი: მიუღებელია დღევანდელი მდგომარეობა, როგორც 2005 წელს (video)

სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე – პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე არჩევანის ეთერში საუბრობს.

თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ სარალიძის მამის მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციაზე პარტიული ნიშნით არ მდგარა.

თაკო ჩარკვიანმა პარალელი გაავლო გირგვლიანის საქმესთან და აღნიშნა, რომ მისთვის ისევე მიუღებელია დღევანდელი მდგომარეობა, როგორც 2005 წელს.

“როგორც ირინა ენუქიძის გვერდით მუდმივად ვიდექი და მართალი აღმოვჩნდი, რა თქმა უნდა, იმ ტრაგედიას ვერ შეგიმსუბუქებთ, მაგრამ, რა თმა უნდა, მე, როგორც რიგითი მოქალაქე და ჩემი ძალიან დიდი სამეგობრო, მერწმუნეთ, თქვენს გვერდით არის და არავის პარტია არ აინტერესებს, ქუდი, რომ შემიგდოთ. მშვიდად შეუძლია ყველას. იყოს,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

https://youtu.be/tTkpTq7ppgk

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: საერთოდ არ მახსოვდა, პოლიტიკოსი თუ ვინ ვიყავი (video)
შემდეგი სტატიაCoca-Cola-მ იაპონიაში ალკოჰოლური სასმელი გამოუშვა