თაკო ჩარკვიანი: ინსტიტუციების ნგრევა მიმდინარეობს, რასაც საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს

„სრულიად გენიალური განცხადება გააკეთა,“ – ასე აფასებს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი პატრიარქის განცხადებას.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე „ქვეყანას არაფერი ეშველება“.

„გამოკვეთილად თქვა იმ ადამიანმა და მსოფლიო კი არ იგულისხმა, იგულისხმა ჩვენი ბედკრული სამშობლო, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, ვაწვალებთ. უფრო სწორად, აწვალებენ ძალიან უტიფარი პოლიტიკანები, რომლებიც ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენ დიდი ხანია, გვაქვს გამოცდილება პოლიტიკაში ყოფნის და ჩვენ უნდა კვალავ გავაგრძელოთ. მათ პოლიტიკაში ყოფნის და აღმშენებლობის გამოცდილება კი არა აქვთ, ვფიქრობ, მათ აქვთ დიდი ხნის გაქნილობის, დახვეწილი თაღლითობის გამოცდილება,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ ინსტიტუციების ნგრევა მიმდინარეობს, რასაც საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს.

თაკო ჩარკვიანი გმობს იმ წერილის შინაარს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთთან ურთიერთობას ნატოსკენ სწრაფვა ართულებს.

პუბლიცისტი მეუფე შიოს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “მისი გამონათქვამი პანაცეა არ არის”.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიომ წაიკითხა ტექსტი, რომელიც იყო შორენა თეთრუაშვილის შურისძიება მეუფე პეტრე ცაავას მიმართ
შემდეგი სტატიაზახაროვა: RT-ს თუ აკრძალავენ, ჩვენ ყველა ბრიტანულ მედიას ავკრძალავთ