თაკო ჩარკვიანი – „გირჩის“ გუშინდელი მოსაზრება მე ვერ მივიღე

„გირჩის“ გუშინდელი მოსაზრება მე ვერ მივიღე და მიხარია, რომ ჩემმა კოლეგებმაც იგივე აზრი გაიზიარეს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, გუშინ „გირჩის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თავისი სრულიად განსხვავებული აზრი გამოთქვა.

„ყველას შეუძლია, თავისი აზრი ჰქონდეს. მე ვერ მივიღე ეს აზრი და მიხარია, რომ ოპოზიციაში ჩემმა კოლეგებმაც ჩემი აზრი გაიზიარეს. რატომ? იმიტომ რომ სამართლებრივ ჭრილს სცილდება. „გირჩმა“ წამოაყენა ასეთი წინადადება რომ თუ დაწევს, დაიკლებს პროცენტს. აი, ეს ფრაზა ვერ გავიგე დაიკლებს პროცენტს, რას ნიშნავს. დაიკლებს პროცენტს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ აღიაროს გაყალბება, იურიდიულ ენაზე ასეა. დაიკლებს პროცენტს რა, ნუცას სკოლა ხომ არ არის. ჩვენ შევდივართ არასამართლებრივ დიალოგში, ეს ჩემთვის მიუღებელია. ძალიან მართლები ვართ ახლა, რაც მთავარია, ოპოზიცია არის სამართლებრივად უარღესად მართალი. ჩვენ დავტოვეთ დეპუტატის მანდატები, ვინც შევედით პროპორციული სიით. ვერავინ იფიქრებს, რომ მანდატებს ვეპოტინებით. ჩვენ ახლა მხოლოდ ვეპოტინებით იმას, რომ არ დავკარგოთ ქართული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც უდაოდ გადასარჩენია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ბიზნესცენტთან ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ
შემდეგი სტატიადროულად განიხილონ საჩივრები, ხელმეორედ გადათვალონ შედეგები -ომბუდსმენი აპარატი