თაკო ჩარკვიანი: გავრილოვის საქართველოში სამართლებრივი დოკუმენტი ვერ დაიდება

“გავრილოვის საქართველოში სამართლებრივი დოკუმენტი ვერ დაიდება, იმიტომ რომ პროკურატურა და სასამართლო ხალხის არ არის. ასეა რუსეთშიც, ნავალნიც ციხეშიც ზის, ეს არის ოლიგარქიული, სამარცხვინო ფეოდალური მმართველობის სტილი და ამ სტილით თუ უნდათ წასვლა, ძალიან ცოტახანს მოხდება. საქართველოა და კინწისკვრით გაყრის ხალხი.

ფაქტია, რომ სისტემა, რომელიც არ შეიცვალა და დააწინაურეს ყველა, იმ დანაშაულებრივი სისტემის მონაწილეები მაღალ თანამდებობზე.

მტერი რომ მოდის, ანუ გავრილოვი რომ მოდის, იქ ძალა მხოლოდ ერთობაშია. რა დროს იმისტი და ამისტია? გავრილოვი უხდის მადლობას ამათ, წარმოიდგინეთ ერთი წუთით სად ვცხოვრობთ. მართალც მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი თუ არ არის, შენს გვერდით რომ დეპუტატი ზის, შენ კოლეგას იმუნიტეტი ვერ უნდა მოუხსნა, რომ დასაჭერად გაამზადო.

კიდევ ვეტყვი, ხალხს ნუ აბნევენ, დაჭერისთვის არის პროცედურა, თორემ 51 დეპუტატიდან, ერთ მელიას არ ამოარჩევდნენ.

ბოლომდე დავდგები მელიას გვერდით და როგორც შემიძლია ისე გავაპროტესტებ, ვიბრძვი იმისთვის, რომ კანონი და სამართალი იყოს უზენაესი. პატივცემულო დეპუტატებო, მურუსიძე მაშინ რომ არ მოგწონდათ და ახლა მოგწონთ, ფარცხალაძეს გარეთ რომ უშვებენ და მელიას იჭერენ, ხელი როგორ გიტრიალდებათ,”-განაცხადა “დღის კურიერში” თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის დელეგაციამ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივების საკითხზე ეუთო-ში საგანგებო განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: ამასობაში ნიკა მელია რეკორდსმენია