თაკო ჩარკვიანი: „დიდი ძალაუფლების მქონე ავტორიტარული ხელისუფლება ყოველთვის აბეჩავებს ხალხს!“

charkviani-tako„ახლა სწორად ფიქრის და აზროვნების დროა,“ – ამის შესახებ პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ ის 500 ათასი ადამიანი, რომელმაც ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა, არ შეიძლება, რადარებიდან გაქრეს.
„არჩევნები დასრულდა – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გააკეთეს არჩევანი. ახლა, არ ვსაუბრობ ჩემს საკუთარ არჩევანზე, მე რა მომწონს ან არ მომწონს. ჩემი ქვეყნის მოქალაქეებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, 500 000-მა ადამიანმა ხმა მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს მომწონს თუ არა, საქართველოს ნაწილს ეს მოსწონს თუ არა, სხვა საკითხია. როგორ შემზადდა ხელისუფლების მხრიდან ეს ორ პოლუსიანობა, ესეც სხვა თემაა – ახლა ამაზე არ ვსაუბრობ. ახლა მხოლოდ სწორად ფიქრის და აზროვნების დროა და სანამ სტატუსს გამოაქვეყნებს ზოგიერთი (განსაკუთრებით, ჟურნალისტს ეხება), რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გაქრა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ 500 000 ათასი ჩვენი თანამოქალაქე „რადარებიდან“ არ შეიძლება, გაქრეს, არ შეიძლება, არა. მოგვწონს ეს თუ არა, ეს ასეა. ამიტომ, ცოტა ფრთხილად, ცოტა უფრო დაფიქრებით, მეტი პასუხისმგებლობით წერეთ. მეტი მოვთხოვოთ ყოველთვის ხელისუფლებას, თორემ დიდი ძალაუფლების მქონე ავტორიტარული ხელისუფლება ყოველთვის აბეჩავებს ხალხს,“ – წერს თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქში.“

banner
წინა სტატიაში“აშშ-ის საელჩო ეთანხმება დამკვირვებლების შეფასებებს, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა”
შემდეგი სტატია“არის ჩაყრილი ცარიელი კონვერტები, ბიულეტინები” – ბურჯანაძის პარტია არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს აყენებს