თაკო ჩარკვიანი: დავალება ჰქონდა კობახიძისგან ოპოზიციაში არევისა, ეს იყო ელისაშვილი, მაგრამ ელისაშვილმა უნებლიედ, სიმპატიურად მიიხმარა ამაში გირჩი

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, თაკო ჩარკვიანი “გირჩის განაყოფში” დარჩენილ იაგო ხვიჩიაზე ამბობს, რომ ის პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინაარმდეგ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით მოქმედებდა. ამ თემაზე მან გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა.

“ეს ინფორმაცია მე მქონდა, რომ კობახიძის დავალება იყო, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ამას გირჩი შეასრულებდა, მაგრამ, რომ დავალება ჰქონდა კობახიძისგან ოპოზიციაში არევისა, ეს იყო ელისაშვილი, მაგრამ ელისაშვილმა უნებლიედ, სიმპატიურად მიიხმარა ამაში გირჩი, ეს არის კობახიძის გზა, რომ ვაშაძე დაეშანტაჟებინათ”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, საბუთი, რომელსაც “გირჩი” მოქალაქეების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად გასცემდა შეუძლებელია სუს-ის მონაწილეობის გარეშე გაიცეს.

“ამიტომ თქვენი ვალდებულებაა დღეს, რომ ოპოზიციაში კობახიძის დავალებით პირველი ვინც უნდა დაგეშანტაჟებინათ, ეს გახლდათ გიორგი ვაშაძე, იმიტომ, რომ სტრატეგია აღმაშენებლის შესვლა საკანონმდებლო ორგანოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თქვენ შესვლას და გამოსვლას ვერავინ ვერ გაიგებდა”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა
შემდეგი სტატიანელი ვარდიაშვილი: ძმები გაჩეჩილაძეები კი არა, ძმები აფერისტები ან თუნდაც ,,2 აფერისტი”