თაკო ჩარკვიანი: ბოკერიამ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არის ალიანსშია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 14, 2019 21:37

თაკო ჩარკვიანი: ბოკერიამ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არის ალიანსშია

ბოკერია დიდი ჭკუის კოლოფი არ აღმოჩნდა, – ასე ეხმიანება პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ბოლო დროს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ჩარკვიანის აზრით, ბოლოდროინდელი განცხადებებით ბოკერიამ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არის ალიანსში.

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის პერიოდში აღმშენებლობა მიხეილ სააკაშვილს, ხოლო შეცდომები გიგა ბოკერიას უკავშირდებოდა. სააკაშვილმა თავისი მოღვაწეობით, აღმშენებლობით და შეცდომებით დაამტკიცა, რომ არის მასშტაბური პოლიტიკოსი. ბოკერიამ ეს ვერ დაამტკიცა. უფრო ჭკვიანი მეგონა, შევცდი“, – აღნიშნა ჩარკვიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

რაც შეეხება კითხვას, ხედავს თუ არა ოპოზიციურ გაერთიანებაში გიგა ბოკერიას და „ევროპული საქართველოს“ ადგილს, ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ გაერთიანება აუცილებელია, თუმცა ამისთვის საჭიროა, ოპოზიციურმა პარტიებმა ბოკერიაში პარტნიორის დანახვა შეძლონ.

„შენთან რომ ვიპარტნიორო, გიგა ბოკერია რომ ხარ, მე უნდა დაგინახო ჯერ პარტნიორად, დავინახო, რომ შენ თავად არ ხარ გარიგებული რუსეთზე მომუშავე ძალასთან. მე ამას ვერ ვხედავ. ეს ჩემი პრეტენზიაა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 14, 2019 21:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics