თაკო ჩარკვიანი – ბოდიში უკვე ამ საქმეს არ უშველის, სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს ქალაქის მერი, აღარ ვსაუბრობ დავით მაჭავარიანზე

Processed with VSCO with preset

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი დედაქალაქის მერი კახა კალაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს შევიკრიბეთ ქალაქის ჩემთვის უკვე ბრჭყალებში, ქალაქის მერის შემზარავი ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო, რომელიც ორი საათის წინა გაკეთდა, მან პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა პრაქტიკულად დაჯგუფებებს მომავალი ოჯახის შევიწროებისკენ. ციტატა მისი განცხადებიდან – „რასაც დასთესავ იმას მოიმკი”, ამას ცხადია, გაგრძელება ექნება და ჩვენ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს შევატყობინებთ ყველაფერს”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

როგორც ჩარკვიანი აცხადებს, მისი ოჯახი მოსალოდნელი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან კახა კალაძემ ბოროტმოქმედება „გააპრავა“.

„კალაძის თანამშრომელია დავით მაჭავარიანი, რომელიც ამ ინციდენტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ეს არის დავით მაჭავარიანი, რომელიც არის თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი. რაც შეეხება გორგოძეს, ყმაწვილი, რომელიც ბანდერლოგად ყავდათ ის შემდეგ ჩაერთო, დამწყები გახლავთ კერვალიშვილი. დავით მაჭავარიანი ახდენდა ამის ესკალაციას. კადრებიც ჩანს ეს ყველაფერი. ჩანს, მაჭავარიანს როგორ მოსდის კონფლიქტი ჩემს მეუღლესთან. მოგვიანებით ჩანს ის, როგორც აჩერებს მართვად გორგოძეს. უკვე აჩერებს, რადგან აღარ სურს გორგოძე აღმოჩნდეს ცუდ მდგომარეობაში. ჩემს მეუღლეს მოუწია ხუთი ადამიანის გამკლავება. ჩემს მეუღლეს მოუწია ოჯახის დაცვა. ამ ინციდენტზე კიდევ უარესი იყო ქალაქის მერის განცხადება, ეს არის კატასტროფა, არასახელმწიფოებრივი გამოსვლა. ჩვენ მივიღეთ რუსული კორუფციული მართვის ტიპის სახელმწიფო, რომელიც შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა. დიახ, ბატონო ბიძინა, ამიტომ წავედი მე ოპოზიციაში 2012 წელს, რომ ვნახე თქვენ ხელისუფლება კი არ გინდოდათ, თქვენ გინდოდათ ბევრი ბანდერლოგი თანამდებობაზე, რომ იოლად გაგეყიდათ ეს ქვეყანა. ჩვენ ვართ ოჯახები და ისტორიას პიროვნებები და ოჯახები ქმნიდნენ და ამ ქვეყანა არ დავთმობთ. თუ იყო 400 ათასი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, ახლა გახდა 800 ათასი. როდესაც მოვიდა „ქართული ოცნება“, დამნაშავედ გამოცხადდა რომელიმე პარტია? ქალაქის მერი მოუწოდებს, რომ 800 ათასი ადამიანის ოჯახი შევიწროვდეს. ხვალ დილით ვხდებით ეუთო-ს წარმომადგენლებს, ვითხოვთ ამ ანტისახელმწიფოებრივი განცხადების გამო, ბოდიში უკვე ამ საქმეს არ უშველის, ამის გამო უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან ქალაქის მერი. აღარ ვსაუბრობ მაჭავარიანზე, უხერხულია, რომ ასეთი კრიმინალია”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე ინფორმაციით, დავით მაჭავარიანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის დატოვება შესთავაზა.

„ჩვენ მივიღებთ ზომებს, ქვეყანასა და თანამდებობას ვინ დატოვებს, ამას ვნახავთ. შემირცხვენია ის საქართველო, რომელიც თაკო ჩარკვიანის ოჯახს აეროპორტში ირმა გიგანის თანდასწრებით ჯონი გიგანს ეტყვის, რომ ქვეყანა უნდა დატოვოს, შემირცხვენია ასეთი საქართველო”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის უფლებამოსილების დემოკრატიული გადაცემის პრეცედენტი შეიქმნა
შემდეგი სტატია10 კომპანია, რომელიც სესხების განულების პროგრამას შეუერთდა, ცნობილია