თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს ოფიციალურად დააფუძნებს

„კანონი და სამართალი“ – თაკო ჩარკვიანის ახალი პოლიტიკური გაერთიანება დღეიდან ოფიციალურად დაფუძნდება. „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში ყრილობისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. ჩარკვიანის მხარდამჭერები და გაერთიანების დელეგატები შეკრებას მალე დაიწყებენ.

„კანონი და სამართალი“ იქნება პროდასავლური მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც იმუშავებს ანტიკორუფციული კანონის შექმნაზე.

ცნობილია ისიც, რომ პარტია აპირებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას.

„კრიზისია, კრიზისი სხვა არაფერი არ არის. თავზე ჩამოგვეშალა სახელმწიფო ინსტიტუციები და იცით რა, ჩამოგვეშალა ეს ის სიტყვა არ არის, მიზანმიმართულად ხდება ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ საბოტაჟია ქვეყნის წინააღმდეგ. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, რა აკლია ამ ქვეყანას, მოგიტრიალდებათ და გეტყვით – კანონი და სამართალი იმიტომ, რომ კორუფციაა და უსამართლობაა. შვილმკვდარი მამები მივიღეთ რუსთაველზე. პლანტაციები შესთავაზეს მომავალ თაობას მარიხუანის. ინფლაციაა წარმოუდგენელი, დაქცეულია ხალხი. მიზანმიმართულად შეჩერებულია მუშაობა ნატო-ს და დასავლეთის ვექტორის მიმართულებით და აანონსებენ განზრახ რომ ხალხს სატყუარა გადაუგდონ და მორჩა, ჩერდება ყველაფერი,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში პოსტერები გააკრეს, რომლებზეც ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე და სხვები ქუთაისში პარლამენტის დაბრუნებას მოითხოვენ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა