თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძე არ საუბრობს პარლამენტში შესვლაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი იმყოფება.

მისი თქმით, ის მანდატზე უარის თქმას აპირებს და პარტიის ლიდერებთან, რომლებთან ერთადაც საარჩევნო ბლოკი შექმნა, ამ რჩევის მოსაცემად მოვიდა.

„ეს არის ერთგვარი ფორმა, აქტი, პატივისცემა იმ ამომრჩევლისა, რომელმაც ჩვენ იმიტომ მოგვცა ხმა, რომ ამ ქვეყანაში არასდროს აღარ გაყალბდეს არჩევნები. რაც შეეხება საპირწონედ პოლიტპატიმრების დაყენებას, ჯერ ეს ერთი, არც არავინ გვთავაზობს ამას და რომც ყოფილიყო ასეთ შემოთავაზება, ამაზე უფრო უხერხული, არაფერი არ არის. პირადად მე პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ არასდროს გაყალბდეს არჩევნები და იყოს მრავალპარტიული სისტემა, ამ შემთხვევაში პოლიტპატიმრები, საერთოდ არ გვეყოლება ქვეყანაში, ასე რომ საპირწონედ ვერაფრით ვერ დავაყენებთ. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ოპოზიციამ უკვე მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პროკურატურას მივაკითხეთ, რადგან მივედით და მოქმედებაში მოვიყვანეთ ჩვენი წინადადება, რომ გაყალბდა. მივმართეთ პროკურატურას, მათ შორი სტრატეგია აღმაშენებელმა შეიტანა ოქმები პროკურატურაში, ეს არ არის სახუმარო, ჩათვალეთ რომ ჩადენილია დანაშაული, ხოლო დანაშაულის ჩამდენთან იყო გარიგებაში, ის გიყენებდეს პირობებს და გევაჭრებოდეს, ეს აბსოლუტურად თანამონაწილეობას ნიშნავს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი იმედოვნებს, რომ გიორგი ვაშაძე მიიღეს სწორ გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი : „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა გაასკეცდება
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი: ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება