თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის „უარს“ იტყვის ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის „უარს“ იტყვის ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე.
“ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას. ჩვენ ვუთხარით მოკავშირეებს, რომ უარს ვიტყოდით ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე”, – განაცხადა მან ინტერვიუში.
ერდოღანის თქმით, თურქეთი უფრო მეტად ეწინააღმდეგება შვედეთის გაწევრიანებას, ხოლო ფინეთის – ნაკლებად, მათი პოზიციის გამო ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს. ამავდროულად, PKK აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად არა მხოლოდ თურქეთში, არამედ აშშ-ში, ევროპის უმეტეს ქვეყნებში და ევროკავშირის დონეზე.

banner
წინა სტატიაშიშეერთებული შტატები განიხილავს უკრაინაში ძლიერი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას
შემდეგი სტატიასევეროდონეცკში 12 ადამინი დაიღუპა, რეგიონში 60-ზე მეტი სახლი დაინგრა – ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელი