29.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 9, 2026
banner

“თაიმერმა” ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი, ქუჩის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი მოიპოვა

“თაიმერმა” ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი, ქუჩის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება სამ მოზარდს ავტომანქანა

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სამი მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელმაც თავის ქალის მძიმე ტრამვა მიიღო, მძიმეა. ამ წუთებში მას ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მძიმეა მეორე მოზარდის მდგმარეობაც, რომელსაც შეჯახების შემდეგ თავის არეში მცირე ზომის ჰემატომა აღენიშნება, შესაბამისად, ის ხელოვნური კომის მდგომარეობაშია გადაყვანილი.

რაც შეეხება მესამე მოზარდს, მას ხელი აქვს დაზიანებული, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სტაციონარული მკურნალობა არ სჭირდება.

შეგახსენებთ, თამარ მეფის ქუჩაზე, დავით აღმაშენებლის ეკლესიის სიახლოვეს, ცხრასართულიანი კორპუსის წინ “ვიტოს” ტიპის სამარშრუტო “მერსედესი” სამ მოზარდს დაეჯახა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამდინარე მტკვარში მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში გოგონას ცხედარი იპოვეს