“თაიმერის”ექსკლუზიურ მასალას კახა მიქაია გამოეხმაურა

გიხაროდენ!!!

ზუგდიდში სოციალურად დაუცველების უფასო სასადილოში პურის ნორმის გაზრდის გამო ბენეფიციარების სამადლობო წერილის შესახებ “თაიმერის” ექსკლუზიურ მასალას ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიაქაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: “სოციალური პრობლემების ასეთი ,,წარმატებით” გადაჭრის შემდეგ, ლოგიკური იქნება, ზუგდიდის მერმა და მერიის თანამშრომლებმა საკუთარ თავზეც იზრუნონ, გაიორმაგონ პრემიები, დანამატები და რაც მთავარია, გაორმაგებაზე თუ არა, რამდენიმე ,,დეცით,” წამლის დოზის გაზრდაზეც დაფიქრდნენ!!! ვაი, თქვენს პატრონს!” – წერს კახა მიქაია.

სოციალურად დაუცველთა წერილში, რომელიც ზუგდიდის გამგეობას გაუგზავნეს უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა, ისინი ქალაქის მმართველებს პურის ნორმის გაორმაგების გამო მადლობას უხდიან.

„მადლობა პურის ნორმის გაორმაგებისთვის!“ – მშიერი ხალხი სამადლობელო წერილი ზუგდიდის მერს

 

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ნიქაბის ტარება აკრძალეს
შემდეგი სტატიავაკეში “ანტრე” დააყაჩაღეს