,,თაიმერისა,, და ,,ენერგო პროს,, ურთიერთობით 500-მდე აბონენტის პრობლემა მოგვარდა

ჩვენს რეალობაში იშვიათად ხდება, რომ ხელისუფლება ან დიდი კორპორაციები, მედიით გაშუქებულ პრობლემებზე ადეკვატურად რეაგირებდნენ. სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევის შესახებ გვინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ.

გასულ წელს ,,თაიმერმა,, არაერთი კრიტიკული სტატია და ინფორმაცია გამოაქვეყნა სენაკის რაიონის რამდენიმე სოფლის პრობლემაზე, რაც ამ სოფელში მცხოვრები აბონენტების მომსახურე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის ხაზზე გახშირებულ ავარიებს და აბონენტთა 2-3 დღით ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას ეხებოდა. როგორც ,,თაიმერი,, მაშინ იტყობინებოდა, ეკის ფიდერზე მომუშავე 10 კილოვოლტიან ხაზზე, 100-ზე მეტი კომუნისტების დროინდელი ხის ბოძი იყო შესაცვლელი, რომლებიც წვიმიან, ქარიან, თოვლინ და თქვენ წარმოიდგინეთ მზიან ამინდშიც კი – ზიანდებოდნენ და ავარიული გათიშვის საბაბი ხდებოდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ სამეგრელოსა და კონკრეტულად სენაკს, ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯია,, ემსახურება, ,,თაიმერის,, სენაკელი კორესპოდენტის მიერ მომზადებული ყველა სტატია მათ ეხებოდათ. ,,ენერგოპროს,, სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მის მესვეურებს ზემოთხსენებულ პრობლემაზე თავის მარლთლება, ან სხვა ფაქტორებზე გადაბრალება არც ერთხელ არ უცდიათ. ,,თაიმერის,, ყველა სტატიაზე, კომპანიის პრესსამსახურის წრმომადგენელი ეკა ურიდია და სენაკის განყოფილების მთავარი ნჟინერი კახა კუპრეიშვილი, საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ოპერატიულად რეაგირებდნენ. გასული წლის მიწურულს კი, კომპანიის პრესსამსახურმა ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ აღნიშნული პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად, დამატებითი სახსრები იქნებოდა გამოყოფილი.

,,თაიმერი,, რამდენიმე დღის უკან ისევ დაინტერესდა ეკის ფიდერზე არსებული სიტუაციით…

,,ელექტროენერგიის მიწოდება და სერვისი ეკის ხაზზე,  2-3 თვეა ძალიან გაუმჯობესდა. ხის ბოძების უმეტესობა შეცვალეს ბეტონის ბოძებით… მაგისტრალზე გადაბელეს ხეები, რომლებიც მოკლე ჩართვის საფრთხეს ქმნიდნენ… ავარიული გათიშვები თითქმის არ ხდება. დაგემილ სამუშაოებთან დაკავშირებული გათიშვების შესახებ აბონენტები წინასწარ ღებულობენ  ტექსტურ შეტყობინებებს. მოსახლეობა კმაყოფილია, რომ კრიტიკას  ,,ენერგოპრომ,, საქმით უპასუხა,, იტყობინება ,,თაიმერი,, სენაკიდან.

,,ენერგოპროდან,, მიღებული ინფორმაციით, რომელიც ,,თაიმერს,, კომპანიის პრესსამსახურმა მიაწოდა, ,,აბონენტებისათვის ხარისხიანი ელექტრომომრაგებისა და უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით , /წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს 10 კვ ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ ფიდერ ეკზე განხორციელებული სამუშაოების შედეგად 500-მდე აბონენტს მოუწესრიგდა ელ.ენერგიის მიწოდების საიმედოობა და ხარისხიც. სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოვედღიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ფიდერებზე და დღემდე გრძელდება . ფიდერ ეკზე შეიცვალა ძველი დგარები ახალი რკინაბეტონის დგარით, შეიცვალა ამორტიზებული სადენები ახლით. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება . სამომავლოდ ასევე, დაგეგმილია სატრანსფორმატორო პუნქტების შეცვლაშემოღობვის სამუშოები,,

,,ენერგო პრო ჯორჯიამ,, კმაყოფილება გამოხატა მედიის ინტერესის გამო გარკვეული პრობლემების მიმართ და მზადჰყოფნა დაადასტურა მომავალშიც ყურადღებით გაეცნოს ყველა ინფორმაციას, რომელიც მისი აბონენტების პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაშიბიბილოვის ინიციატივა მიუღებელია ახალგორის მოსახლეობისთვის
შემდეგი სტატია“ანტიკას,, შვილს უკრაინიდან საქართველოში აძევებენ