,,თაიმერის” ვიდეომასალაზე გამოძიება დაიწყო- ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები ლებარდეში

საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის ლებარდეს საკურორტო ზონის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.

სამართალდარღვევები გამოვლინდა როგორც კურორტის შემოგარენში, ისე, კურორტამდე დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით.
უშუალოდ კურორტ ლებარდეს სატყეო უბანზე, გამოვლენილ იქნა ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტი – დაუდგენელი პირის (პირების) მიერ, უკანონოდ მოჭრილია 2 ძირი ნაძვის სახეობის ხე. ასევე, ადგილზე განთავსებული იყო ერთი ერთეული მოთხრილ-მოტეხილი სოჭის სახეობის ხე.
საკურორტო ზონამდე კი, დაფიქსირდა ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი. ლებარდეს მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, ისევ გრძელდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შესაბამისი აქტი შეადგინეს. გარემოზე მიყენებული ზიანის დათვლის შემდეგ, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “თაიმერმა” ლებარდეში ხე-ტყის უკანონო ჭრის ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

“თაიმერის” ექსკლუზიური კადრები-ლებარდეში ხე-ტყის უკანონო ჭრა მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე : ზუსტად ისევეა ეს პროცესი სახალხო მოსმენა, როგორც იყო ცენტრალურ კომიტეტში მიმდინარე პროცესები
შემდეგი სტატიადავით გარეჯის საკითხი – ქართველ და აზერბაიჯანელ ექსპერტთა სამუშაო შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყო