ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავარგულები დატბორა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.
კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა რამდენიმე ადგილას ნაშალი მასალით, ქვებითა და ხეებით ჩახერგა, რის გამოც ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო. დანგრეულია ხიდები და მისავლელი გზები. ძლიერი წვიმის შედეგად სოფელის ქუჩები დაიტბორა.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდა წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წალენჯიხის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც გიორგი ხარჩილავა ხელმძრვანელობს. შტაბები 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.