24 ივნისს ,,თაიმერში” გამოქვეყნდა სტატია, სათაურით – ,, ვინ არის მაია კობახიძე და სად მიაქვს 500 ათასი ლარი?”.
აღნიშნულ სტატიას მოჰყვა არაადექვატური რეაქცია პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ხელმძღვანელის მაია კობახიძის მხრიდან.
ყოველივე აქედან გამომდინარე ჩვენი რედაქცია იძულებულია საჯარო განმარტება გააკეთოს ქალბატონ მაიასთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტოთ:
,,თაიმერი” არის ახალი ამბების ონლაინ-გამოცემა, რომელიც მედია-პლატფორმაზე მუშაობის და გამოცდილების საკმაოდ ბევრ წელს ითვლის და გამოირჩევა სანდოობით, მიუკერაძოებელი ინფორნაციების გაშუქებით და ობიექტურობით.
თავისუფალი პროფკავშირების ხელმძღვანელმა მაია კობახიძემ ეჭვი კი არ შეიტანა, პირდაპირ დაგვადანაშაულა გადაუმოწმებელი და არაობიექტური ინფორმაციის გამოქვეყნებაში.
,,თაიმერი” განმარტავს რომ ვიდრე სტატიას ვამზადდებდით მთელი დღის მანძილზე ვცდილობდით მაია კობახიძესთან დაკავშირებას. განვახორციელეთ უამრავი ზარი პირადად მასთან და გავაგზავნეთ არაერთი შეტობინება.
ასევე დავუკავშირდით მისი ორგანიზაციის წარმომადგენლებს და გავაცანის შეკითხვების არსი. შეგვპირდნენ, რომ აბაშაში მყოფ მათ ხელმძღვანელს დაუკავშირდებოდნენ და გადასცემდნენ ჩვენს შეკითხვებს.
მოკლედ ჩვენი მხრიდან არაერთი მცდელობისა, კავშირი არ თუ ვერ შედგა და ამ ყველაფტის შესახებ მოვყევით სტატიაში.
გამოქვეყნების შემდეგ, სრულიად აღშფოთებულმა თავისუფალი პროფკავშირების ხელმძღვანელმა გამოგვიგზავნა არაერთი შეტყობინება, სადაც ბრალს გვდებდა ,,ვიღაცეების კერძო ინტერესის გათვალისწინებაში”.
ამ ეტაპზე არც მოწერილი შეტყობინებების შეფასებაში შევალთ და არ ვთვლით საჭიროდ ისინი გამოვაქვეყნოთ, თუმცა ამ ეტაპზე.
თუნდაც, რომ ყოფილიყო ,,ვიღაცის ინტერესი” როგორც ამას მაია კობახიძე ამბობს, ,,თაიმერმა” მას არაერთხელ შესთავაზა გაეკეთებინა კომენტარი ან გამოეგზავნა ოფიციალური პასუხი წერილის სახით, რომელსაც გამოუქვეყნებდით.
მაია კობახიძემ არც ეს შეთავაზება მიიღო და პირდაპირი კომუნიკაციაც არ ისურვა. მხოლოდ, მრავალი შეტყობინებებით შემოიფარგლა.
ქალბატონო მაია, ,,თაიმერი” კიდევ ერთხელ საჯაროდ მოგმართავთ, გამოიყენოთ თქვენი უფლება და გააბათილოთ სტატიაში თქვენს მიმართ დასმული კითხვები. თუ არ უპასუხებთ, ესეც თქვენი არჩევანია.