„თაიმერის“ განცხადება ნიკა გვარამიას დაკავებაზე

საინფორმაციო სააგენტო „თაიმერი“ მიიჩნევს, რომ იმ დროს, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კითხვარს ავსებს, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური მედიამენეჯერისთვის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდება, არცთუ რელევანტურია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვები ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა და იგივე განაჩენის გამოცხადება კითხვარის შევსების პარალელურად კი არა, გაცილებით ადრეც შეიძლებოდა. ეს ფაქტი, მინიმუმ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოში სასამართლოს რეფორმა აუცილებელია, რადგან შემდგომში მაინც აღარ გაჩნდეს კითხვები, რომ ესა თუ ისე საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩეველი საქართველოში ჩამოვა
შემდეგი სტატიაშვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო