„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, თელავში ძლიერი სტიქიის შედეგად ის სასტუმრო დაიტბორა, სადაც ამ დროისთვის გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან.
არსებული ინფორმაციით, უხვმა ნალექმა და წყლის მასამ სასტუმროს ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამ ეტაპზე ზუსტდება, დაშავდნენ თუ არა ადამიანები და რა გავლენას მოახდენს მომხდარი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაზე.
ცნობისთვის, თელავში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
„თაიმერი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დეტალებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.














