„თაიმერის“ ექსკლუზივი – ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელად ნინო სურგულაძე ინიშნება?!

surguladze1ორი დღის წინ, „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლებმა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვნით, კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს. მოგვიანებით, ცნობლი გახდა, რომ დავით კინწურაშვილმა აღნიშნული თანამდებობა დატოვა.
ზოგადად, როგორც „თაიმერს“ კულტურის წრეებში უთხრეს, ოპერისა და ბალეტის თეატრი გარკვეულწილად პოლიტიკური ბატალიების ავანსცენად იქცა. ასე, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვლმა რეკონსტრუქციაში სოლიდური თანხა ჩადო, რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე არ მივიდა. ამას გარდა, ის მოსაზრებაც არსებობს, რომ აღნიშნული თეატრი ერთგვარად ნაციონალების დასაყრდენია და ამ მოსაზრების ავტორები არგუმეტად იმას იშველიებენ, რომ საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი სააკაშვილის მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მეუღლეა.
ისე, აწ უკვე ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელზე, დავით კნწურაშვილზეც ითქვა, რომ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არც ის იყო, თუმცა მის მფარველებად „ნაცები“ კი არა, არამედ, „ოცნების“ მაღალჩინოსნები, კერძოდ, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი მოიაზრებოდა. ზოგადად, ბერიკაშვილი ქართულ კულტურაში, როგორც ამბობენ, ერთგვარი „რუხი კარდინალია“, თუმცა ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ამჯერად ისევ ოპერისა და ბალეტის თეატრს დავუბრუნდეთ.
ერთი სიტყვით, როგორც „თაიმერისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა თავად პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალ ნინო სურგულაძეს შესთავაზა, რომელიც ამჯერად საზრვარგარეთ იმყოფება და შეთავაზებაზე არც უარი განუცხადებია და არც – თანხმობა, თუმცა როგორც „თაიმერს“ უთხრეს,სურგულაძის პასუხი ცნობილი ძალიან მალე გახდება…..
ნინო სურგულაძე ქართველი მსენელისთვის კარგადაა ცნობილი, თუმცა ვიდრე უცხოეთში წავიდოდა, სამშობლოში მაინცდამაინც დაფასებული არ იყო.
სურგულაძის ოფიციალური ბიოგრაფია კი ასეთია: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა (პროფ. გ. კარიაულის კლასი; 1995-2001 წწ. ). სწავლა განაგრძო იტალიაში (ლა სკალას აკადემიაში, 2001 წ.).სურგულაძის რეპერტუარი მრავალფეროვანია. შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები ჯ. პერის, ბიზეს, ვერდის, შტრაუსის, მუსორგსკის, შოსტაკოვიჩის, ოფენბახის, მოცარტის, პროკოფიევის, ბეთჰოვენის და ჩაიკოვსკის ოპერებიდან. 2002 წ. მონაწილეობა მიიღო ლა სკალას სეზონის გახსნაში. მღერის კონტრაქტებით მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში.სურგულაძე არის ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და II პრემიის მფლობელმა (2001 წ. ესპანეთი), მიშკოლცის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (2005 წ.)
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს საქართველოში ნინო სურგულაძის ფონდმა საქველმოქმედო საქმიანობა წამოიწყო.
ისე, თუ ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომელთა მიერ ორი დღის წინ გამართულ აქციას გავიხსენებთ, შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი, ანუ იმისთვის, რომ სურგულაძისთვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი შეეთავაზებინათ, რაღაცნაირად ფონი შეიქმნა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია…

 

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრომ მიმდინარე წლის 16-17 ივლისს, ბორჯომში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩაატარა
შემდეგი სტატიასომეხი პოლიტიკური აქტივისტები დააკავეს