„თაიმერის“ ექსკლუზივი – გახარიას „ვოის-მესიჯი“ თანაპარტიელებს – რა არჩევანის წინაშე დააყენა „ოცნებამ“ და რას იხსნებეს ექსპრემიერი

“თითოეულ ჩვენგანს ევროკომისიის გადაწტყვეტილებამ გული დაგვწყვიტა, მაგრამ ყურების ჩამოყრის დრო არ არის, ხალხნო. მეჩვენება, რომ სადღაც ზოგიერთებს ყურები გაქვთ ჩამოყრილი. ახლა, პირიქით, მოქმედების დროა. ჩვენ ჩვენი კონკრეტული გეგმა უნდა გვქონდეს და ვალდებულნი ვართ, ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ. იმან, რაც ახლა ხდება, გამახსენა ის პერიოდი, როდესაც გადავდექი. ზუსტად მსგავსი მდგომარეობა იყო – „ოცნებამ“, ფაქტობრივად, არჩევანის წინაშე დამაყენა: ან პარტიას უნდა ემსახურო, პარტიის ინტერესები დაიცვა და თუ სახელმწიფო ინტერესებთან თანხვედრაში ვერ მოდის და ზიანდება, პრიორიტეტი პარტიული ინტერესებიაო. რა თქმა უნდა, ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო, სწორედ ამიტომ გადავდექი და დღეს კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება”,-ამბობს გიორგი გახარია ვოის-მესიჯში, რომელიც დღეს თანაპარტიელებს გაუგზავნა და რომელიც „თაიმერს“ ხელში ჩაუვარდა.

ამასთან, გახარია ე.წ. შიდამოხმარებისთვის გამიზნულ „ვოისში“  დღევანდელობასა და მისი პრემიერობიდან გადადგომის დროს შექმნილ ვითარებას შორის პარალელს ავლებს და ღიად ამბობს, რომ მაშინ „ოცნებამ“ არჩევანის წინაშე დააყენა, სახელმწიფოს კი არა, პარტიის ინტერესები დაეცვა.

“იგივე ხდება დღესაც – საქართველოს მოქალაქეებს გვეუბნებიან, ასეთი ევროპა არ გვინდა, თუ „ოცნება“ დაზიანდება და მოუწევს რეფორმების გატარება, ან ვიღაც კრიტიკული იქნება „ოცნების“, მიმართ, ან მოუწევს ისეთი რეფორმების გატარება , რომელმაც შეიძლება, შემდგომ არჩევნებზე „ოცნების“ კონსოლიდირებული ძალაუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. მაშინ, ამბობენ, რომ „ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გვირჩევნია, ვიდრე – ევროპაო.

ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და წამოუდგენელია. ჩვენი ევროპული პერსპექტივა არც „ოცნებას“ ეკუთვნის და არც – ბიძინა ივანიშვილს ,ეკუთვნის ჩვენს შვილებსა და ჩვენს სახელემწიფოს. ეს გადაწყვეტილებები, რომელიც დღეს ხდება, განსაზღვრას ჩვენი ქვეყნის განვითარებას შემდგომი ათწლეულები. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს.

რეფორმების სია აუცილებელია, მაგრამ არ არის მთავარი. ეს გაკეთებადია. მთავარია, დღეს საქართველოს სტრატეგიული მარცხი შეიძლება, გახდეს ასოცირების ტრიოდან ამოვარდნა. მინდა გითხრათ, რომ ეს ასოცირების ტრიო საქართველოშია შექმნილი ეს საქართველოს იდეა იყო იმისთვის , რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ჩემპიონები ვიყავით აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობაში, ამ ჩემპიონობას კონკრეტული შედეგები სწრაფად რომ მოჰყოლოდა. ამიტომ შეიქმნა ეს ასოცირების ტრიო და მოგეხსენებათ , რომ ამ ასოცირების ტრიოში ახლა მაჩანჩალები ვართ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს გამოსწორებადია.
უნდა გვახსოვდეს, არ უნდა შეგვაშინოს არც რეფორმების გეგმამ, არც იმ გრძელმა პრეტენზიების სიამ. ეს არ არის მთავარი, ყველაფერი ეს გაკეთებადია, ყველაფერი ეს შესრულებადია, მთავარია, საქართველომ არ დაკარგოს ბმა უკრაინასთან, მოლდოვასთან, როგორც ასოცირების ტრიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სახელმწიფომ და ეს პოზიციები უნდა აღვიდგინოთ.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენგან ევროპელები ელოდებიან, რიგითი ევროპელები , ისაა, რომ შესწევს თუ არა საქართველოს, დაპირისპირების მიუხედავად დიალოგი ერთმანეთთან და დიალოგის საშუალებით კომპრომისამდე მისვლის უნარი.
ეს არის ევროპელობა. ეს არის დემოკრატიულობა. ჩვენ, როგორც არ უნდა გვძულდეს ერთმანეთი, მაშინ როდესაც ქვეყნის მომავალს ეხება საკითხი, თუ არ შეგვწევს ძალა ვისაუბროთ ერთმანეთთან და ამ საუბრით მივიდეთ კომპრომისამდე, მაშინ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, ვერ ვართ ისეთი ევროპელები , რომლებსაც აქვთ უფლება მოითხოვონ, რომ ჩვენ ამ ოჯახის წევრები უნდა ვიყოთ.დარწმუნებული ვარ , რომ ასე არ არის.

განსაკუთრებით, საქართველოს მოქალაქეებს, რადიკალურ პარტიას შესაძლებელია უნარი არ შესწევს, მაგრამ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, რომლის 85% მხარს უჭერს საკუთარი შვილების ევროპულ მომავალს, არჩევანის წინაშე არ დგას, მათ უკვე გააკეთეს არჩევანი. ვაღიაროთ ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს, შემდგომ შევთანხმდეთ ამ პრობლემების გამოსწორებაზე.პირველი უნდა გადავდგათ ნაბიჯი და ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და შემდგომ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე და სულ რაღაც 2 წელიწადში საქართველო დაიბრუნებს ჩემპიონის სტატუსს ასოცირების ტრიოში”- ამბობს გახარია თანაპრატიელებისთვის გაგზავნილ „ვოისში.“

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ინსტიტუციების გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით – მარკეტა გრეგოროვა
შემდეგი სტატიავოლსკი: „ის, რომ ამ შავბნელ გადმორიცხვებს რაიმე ნათელი მოეფინოს, ელენე ხოშტარიას ოჯახს არ გაუკეთებია“