„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ზუგდიდში, ქალაქის შესასვლელთან მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად არავინ გარდაცვლილა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც „თაიმერს“ ექიმებმა განუცხადეს, დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარედ მდგომი ავტომობილები და ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლებს ჩაემსხვრა მინები.
„თაიმერი“ შემთხვევის ადგილიდან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.















