“თაიმერის“ ექსკლუზიურ კადრებში ნათლად ჩანს სტიქიის მასშტაბი – დატბორილი ქუჩები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა.
ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანში გადაადგილება მნიშვნელოვნად არის შეფერხებული.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, რომლებიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის მასშტაბის შეფასება.
„თაიმერის“ ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან ოპერატიულად გვაწვდის ინფორმაციასა და ექსკლუზიურ ვიდეოკადრებს, რათა საზოგადოებამ რეალურ დროში იხილოს, რა ვითარებაა ამ წუთებში თელავში.
„თაიმერი“ განაგრძობს მოვლენების უწყვეტ რეჟიმში გაშუქებას და ყველა მნიშვნელოვან დეტალს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.















