8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

„თაიმერი“ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს -კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა დემოკრატიულ ღირებულებებს საფრთხეს უქმნის

საინფორმაციო სააგენტო „თაიმერი“ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს, რომელსაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა, მათი დევნა და სამართლებრივი მექანიზმების  არაკეთილსინდისიერი გამოყენება ავტორიტარული ტენდენციების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მედიის დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

თავისუფალი მედია საზოგადოების ინფორმირებულობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და კრიტიკული აზრის შეზღუდვა აზიანებს დემოკრატიულ გარემოს და ზღუდავს საზოგადოების უფლებას, მიიღოს თავისუფალი, მრავალმხრივი და ობიექტური ინფორმაცია.

საინფორმაციო სააგენტო „თაიმერი“ ვახო სანაიას მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობისა და ჟურნალისტთა უფლებების დაცვის აუცილებლობას.

თავისუფალი მედია დემოკრატიის საფუძველია! სოლიდარობა ვახო სანაიას!

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა