“თაიმერი”-თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლა არავის მოუგია და ვერც „ოცნება“ მოიგებს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღობელის დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას გეგმავს, მაგრამ ოლიგარქის რეჟიმს უნდა ახსოვდეს, რომ თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლა არავის მოუგია და ვერც „ოცნება“ მოიგებს.

საინფორმაციო სააგენტო „თაიმერი“ ძალოვანი უწყებებისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს რეჟიმის უკანონო ტყვე მზია ამაღლობელი!

მედიამენეჯერების დაკავება ერთადერთ მიზანს ემსახურება – რეჟიმმა ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და მოსახლეობა წარმოსახვით რეალობაში აცხოვროს, მაგრამ ეს გეგმა იმთავითვე განწირულია!

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერის” რედაქცია.

banner
წინა სტატიაშიია ანთაძე მზია ამაღლობელს: ასლან აბაშიძემაც კი იცოდა, რომ შენი დაკავება შესაძლებელია, მაგრამ შენი შეშინება და შეჩერება – შეუძლებელია!
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი ანაკლიაზე: პატრონი არ ჰყავს ერთერთ ჩვენ სტრატეგიულ რეგიონს! არც ახალი ინვესტიციები, არც ხედვა, არც სტრატეგია