“თაიმერი” შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს

“თაიმერმა” ექსკლუზიურად გავრცელებული ნიუსის შემდეგ, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქალთა საფეხბურთო გუნდების შეხვედრისას მომხდარ ჩხუბს ეხებოდა, არა ერთი მუქარა და “კეთილმოსურნეთა რჩევა” მიიღო, ნიუსის აღების შესახებ. მათ შორის, ჩხოროწყუს გამგეობიდან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირებიდან. “თაიმერის” ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, მსგავსი განკარგულება ჩხოროწყუს გამგებელმა დავით გოგუამ გასცა, თითქოსდა “რაიონისთვის სახელის გატეხვისა და უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით”.

საინფორმაციო სააგენტოს ინციდენტის შესახებ, რომელიც ჩხოროწყუში ქალთა გუნდებ ხობის „კოლხეთისა“ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ თამაშის დასრულების შემდეგ მოხდა, ჩვენმა ადგილობრივმა კორესპნდენტმა ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის პასუხისმგებელ პირზე დაყრდნობით მიაწოდა. ქალთა გუნდებს შორის ისეთი ჩხუბი გაიმართა, რომ ერთ-ერთი გუნდიდან სამ ფეხბურთელს ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს მიღებული, მათ წოლითი რეჟიმი აქვთ დანიშნული.

დაშავებული ფეხბურთელები არიან ა. წულაია,მ. გოროზია და თ. ჯიშკარიანი. აღნიშნულ ინციდენტს შეესწრო ადგილობრივი პოლიციაც, რომლებიც მხოლოდდამხოლოდ დამკვირდევლების როლში იყვნენ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, “თაიმერის” ზარებს არ უპასუხა, შესაბამისად, მისი კომენტარის ჩაწერა ვერ მოვახერხეთ.
საინფორმაციო სააგენტოს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი ვიდეო-მასალაც ჩაუვარდა ხელში.

“თაიმერი” შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.

https://youtu.be/lX4VlFQOqss

banner
წინა სტატიაში,,რუსეთი ვართ ჩვენ, შემობრძანდით” – რუსული სტენდი წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: რეფორმები ორიენტირებულია თანამედროვე გამოწვევებზე