“თაიმერი”-სამთავრობო კარუსელი

მალე მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება – ამის შესახებ ინფორმაცია “თაიმერს” მთავრობაში საკუთარმა წყარომ მიაწოდა. ცვლილებების კარუსელი შემდეგნაირად არის დაგეგმილი:  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადგილს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს კი უწყების პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე შეცვლის, იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთში ელჩად მოგვევლინება, მის ადგილს კი  თამარ ჩუგოშვილი დაიკავებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილს შოთა შალელაშვილი შეცვლის . “ქართულმა ოცნებამ” ოცნება არ (ან ვერ) აუხდინა დიმიტრი ქუმსიშვილს –  ის და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ფავორიტი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ალავიძე თანამდებობებს ვერ შეინარჩუნებენ. ამ ორი ვაკანსიაზე საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენებს მოიაზრებენ, თუმცა, ვინ, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი.  ამ წუთებში რამდენიმე ბიზნესმენთან მიდის მოლაპარაკება. თანამდებობას დატოვებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მას  ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი შეცვლის. ასევე, გამორიცხული არ არის თანამდებობა დატოვოს ჯანდაცვის მინისტრმაც. სერგეენკოს ადგილზე მოიაზრება ვალერი კვარაცხელია, რომელიც ცოტა ხნის წინ ბელორუსში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ჯერჯერობით საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, მაგრამ ამ ეტაპზე კვირიკაშვილს “ქართულ ოცნებაში” საპრეზიდენტო კანდიდატად ალტერნატივა არ ჰყავს – ამბობს “თაიმერის” წყარო.

banner
წინა სტატიაშიჩეჩნეთის დედაქალაქში 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის
შემდეგი სტატიაროგორ მოხვდა თურქი პარლამენტარი სოხუმში ხაჯინბასთან?