“თაიმერის ექსკლუზიური ინფორმაციით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსად მანუჩარ გირგვლიანი დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 7 აგვისტოს, გენინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო თანამდებობიდან მესტიის პოლიციის უფროსი, ილია გერლიანი და მისი მოადგილე, მანუჩარ გირგვლიანი გაათავისუფლეს.
მანუჩარ გირგვლიანის წარდგენა ზუგდიდში დღეს იგეგმება.
ავტორი:ბერდია კალანდია