„ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სერიოზულ აგრესიას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ აგრესიიდან გამომდინარე, აზრის გამოხატვაც კი პრობლემატური ხდება და ამის ნათელი მაგალითია ის წერილი, რაც “თაიმერმა” მიიღო,“ – აცხადებს “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია პუტინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე „თაიმერის“ შესაძლო აკრძალვაზე საუბრისას.
„ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს , რომ საინფორმაციო სააგენტო მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმ ჭრილში, რომ აჩვენებს ოკუპანტი სახელმწიფოს ყველა ზრახვებს, რომელსაც რუსეთი ანხორციელებს ქართული და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს მხილება ძალიან მტკივნეულია იმიტომ, რომ „თაიმერის“ დაფარვა რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან დიდია, ანუ სააგნეტო უმქნის დისკომფორტს რუსეთის ფედერციის ხელისუფლებას და ამის ნათელი მაგალითი ზემოხსენებული წერილია.
„თაიმერი“ პირველი სააგენტო ქართულ მედიასივრცეში , რომელსაც რუსეთის ფედერაციამ ღია ომი გამოუცხადა . აქედან გამომდინარე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სააგენტო „თაიმერს“, მის პროფესიონალთა გუნდს.
აქვე, მინდა მოვუწოდო ქართულ სახელმწიფოს, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს სააგენტო „თაიმერს“ იმიტომ, რომ ის რეალურად ბრძოლის წინა ხაზზეა რუსული იმპერიასთან. იმედს ვიტოვებ, „თაიმერი“ ისე გააგრძელებს ბრძოლას, როგორც დღემდე უბრძოდა. „ევროპელი დემოკრატები“ და პირადად მე , მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებით,“ – აცხადებს პაატა დავითაი
შეგახსენებთ: „თაიმერმა“ ელექტრონულ ფოსტაზე კრემლის ერთ-ერთი უწყების წერილი მიიღო, რომლის თანახმადაც პუტინის რეჟიმი „თაიმერზე“ 2022 წლის ნოემბერში უკრაინის ომზე განთავსებული ნიუსის მოხსნას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი იმუქრება, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორაზე „თაიმერს“ აკრძალავს.