“თაიმერი” – მარტვილის სოფელ ლედგებეში გაკვეთილზე ჭერი ჩამოინგრა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ “ლედგებეში” საგაკვეთილო პროცესის დროს ჭერი ჩამოინგრა.  “თაიმერის” ინფორმაციით, სკოლა ერთი თვის წინ გაიხსნა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  “თაიმერის” კორესპონდენტი აკო ქიქავა სოფელ “ლედგებეში” მუშაობს და დეტალებს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.

“თაიმერი” ადგილობრივ რესურსცენტრს დაუკავშირდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ინფორმაციას ადასტურებენ.

 

 

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილის ფსიქოლოგიური განწყობა არის ძალიან მძიმე, ტრავმა აქვს გადატანილი, მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს, რათა როგორმე გავიყვანოთ თავისუფლებაზე”
შემდეგი სტატიაბაგები-წყნეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება