“თაიმერი” გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმიდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. წმ. გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლეტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს. 6 (ძვ. სტ. 23 აპრილი) მაისი წმიდანის აღსრულების დღეა. 23 (ძვ. სტ. 10 ნოემბერი) ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღის აღნიშვნა კი ქართულია და სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
“თაიმერი” გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღის მადლი არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს, მრავალს დაესწარით საყვარელ ადამიანებთან ერთად ერთიან საქართველოში!

banner
წინა სტატიაშიდილით არჩილ თალაკვაძე იყო თავის სამუშაო ოთახში და დღეს დილითაც არჩილ თალაკვაძე იყო თავის სამუშაო ოთახში
შემდეგი სტატიასულხან სალაძე – არავინ ავალებდა მმართველ პარტიას ნულოვან ბარიერს, თუ ეს ქვეყნისთვის უბედურება იყო