„თაიმერი“ არც „ოცნებისთვისაა“ მისაღები და არც – რუსეთს ხელისუფლებისთვის“ – თამარ ბელქანია პუტინის მიერ „თაიმერის“ შესაზლო აკრძალვაზე

„გავეცანი წერილს რუსულ ენაზე და მართალი გითხრათ, არ გამკვირვებია იმიტომ, რომ რუსეთი აწარმოებს საინფორმაციო ომს. შესაბამისად, ყველა მედია საშუალება, რომელიც პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენებისგან თავისუფალი და თავისუფლად ოპერირებს, იმპერიალისტური რუსეთისათვის კატეგორიულად მიუღებელი,“ – ასე ეხმაურება წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია პუტინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე „თაიმერის“ შესაძლო აკრძალვას.

„რუსეთ ინფორმაციას განიხილავს, როგორც იარაღს, რომლითაც ხდება ბრძოლა ტერიტორიებისთვის. ამათან, რუსეთი ცდილობს, დაიბრუნოს გავლენები საქართველოზე, ანუ საქართველოსა და უკრაინას ერთ კონტექსტში განიხილავს.

შესაბამისად, ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო, თუ რა ინფორმაციის აღებას ითხოვს რუსეთის ოფიციალური უწყება და ეს ინფორმაცია შეეხება უკრაინას. ბუნებრივია, რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში და მისთვის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრციდან უკრაინაზე ვრცელდება, ხვდება კრემლის ყურადღების არეალშია.
კრემლს „თაიმერი“ შესწავლილი აქვს მთელი კონტენტით . იცის, რომ ამ ინფორმაციას აღება არ მოხდება. რაც შეეხება რუსეთის სივრცეში „თაიმერის“ დაბლოკვას ამაში არაფერია გასაკვირი. დაიბლოკება რუსეთის ფედერაციაში- შესბამისად რუსეთის მიერ ოკუპირბულ აფახაზეთის ტერიტორაზეც.  ვიცით, რა ხდება ამ მხრივ ოკუპირებულ აფხაზეთში… ჩემი აზრით, იგივეა მოსალოდენელი საქართველში, ვინაიდან „ოცნება“ ერთი-ერთზე კოპირებს რუსულ გამოცდილებას.

არ მგონია, „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები იყოს „თაიმერი“. ფაქტია, რომ ამ სააგენტოს დიდწილად ყურადღების არეალშია, როგორც რუსეთის ხელისუფლებისაგან ასევე, იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს საქართველოში.

ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი თვისება მედიაკონტროლია. შესაბამისად, ჩვენ თუ გვინდა თავისუფალ, სამართლებრივ საზოგადოებაში ვიცხოვროთ და გვქონდეს სწორება ევროატლანიტიკურ სივრცეში ინტეგრაციიაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიურად თავისუფალი, ფინანსურად დამოუკიდებელი მედიის არსებობა. დღეს ისედაც პოლარიზებულია პოლიტიკურად ქართული მედია, მედია , რომელიც უტყუარ ფაქტებს ავრცელებს და ეს უნდა შენარჩუნდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესებისთვის.

თანდათან იხურება რეგიონული ტელევიზიები და თანდათან ეკონომიკურ მარწუხებში აქცევენ დამოუკიდებელ პოპულარულ ტელეარხებსაც . მთავარი პრობლემა ნიუსებშია, საიდანაც ადამიანები იგებენ, რა ხდება სამყაროში და ამ შემთხვევაში საქართველოში“ – აცხადებს ბელქანია.

შეგახსენებთ: „თაიმერმა“ ელექტრონულ ფოსტაზე კრემლის ერთ-ერთი უწყების წერილი მიიღო, რომლის თანახმადაც პუტინის რეჟიმი „თაიმერზე“ 2022 წლის ნოემბერში უკრაინის ომზე განთავსებული ნიუსის მოხსნას ითხოვს. წნააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი იმუქრება, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორაზე „თაიმერს“ აკრძალავს.

banner
წინა სტატიაში„თაიმერი“ რუსეთის ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის“ – პაატა დავითაია პუტინის მიერ „თაიმერის“ შესაძლო აკრძალვაზე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია შემოდის საქართველოში