“თაიმერი”-13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა

ექვსი წელი ისტორიისთვის არაფერია. სამაგიეროდ, ზუგდიდელ დებ ზარანდიების გაუბედურებული მშობლებისთვის, ასევე, მათთვის, ვინც 2015 წლის 13 ივნისის ღამეს შვილები, დები, ძმები, დედები, მამები, ახლობლები დაკარგეს, ხუთი წელი კი არა, ერთი საათი, დღე, კვირა და თვეც, ალბათ, მთელი საუკუნე და ის ტკივლია, რომელსაც დრო ვერ კურნავს…
ვინაა დამნაშავე წყალდიდობაში? ამ კითხვაზე, ვინმე, ალბათ, გულუბრყვილოდ უპასუხებს, ვინ და, – დედაბუნებაო. კი ბატონო, ბუნება, მართლაც, მბრძანებელია, მაგრამ ტრაგედიიდან ექვსი წლის შემდეგაც, ხელისუფლებას არგუმენტირებულად არ უთქვამს, შეიძლებოდა თუ არა ამ დიდი უბედურების თავიდან აცილება და ეს მაშინ, როცა სპეციალისტების თქმით, უბედურების საშიშროება კიდევ არსებობს…
ღმერთმა არ ქნას, მდინარე ვერე ისევ ადიდდეს…
ღმერთმა არ ქნას, სტიქია ისევ დაგვატყეს, თორემ ისედაც გათითოკაცებული ერი ახალ ტრაგედიას ვეღარ გაუძლებს!
ისე, ერთია, როცა ადამიანები, ვთქვათ, ომში, მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში იღუპებიან და მეორეა, როცა 21-ე საუკუნეში, ერთი შეხედვით, უწყინარი წვიმის მსხვერპლნი ხდებიან და ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც ჩვენი, მოქალაქეების გადასახადებით სულდგმულობს, საკუთარი მოქლაქეების სიცოცხლესა თუ ქალაქის ინფრასქტრუქტურის მოწყობაზე არ ზრუნავს!

სხვათა შორის, საინფორმაციო სააგენტო „თაიმერი“ პირველი მედიასაშუალება იყო, რომელმაც მოსალოდნელ უბედურებაზე ინფორმაცია გაავრცელა. მაშინ 00:52 საათზე, ჩვენ ვწერდით:
„ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქი კვლავ პარალიზებულია. სოციალურ ქსელში მოქალაქეები აქტიურად წერენ ინფორმაციას დატბორილი ადგილების შესახებ.ხელისუფლების პრესამსახურის უფროსებო უპასუხეთ ზარებს!!! მოვლენების ეპიცენტრში, ჟურნალისტი ეკა წივწივაძე საქართველოს მოსახლეობას,სიცოცხლის რისკის ფასად აწვდიდა ინფორმაციას თუ რა ხდებოდა თბილისის უბნებში-ეს თაიმერია!!!

„ადამიანებო, თქვენ არ იცით, რა ტრაგედია ტრიალებს ახლა ჩემს თვალწინ და არაფერი შემიძლია გავაკეთო. ვაკის სოსისების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაფერი წყალშია, სახლის სახურავებიც იფარება უკვე. გავგიჟდიიიიი. აქ რა ამბავია, ვერ წარმოიდგენთ, ისტერიკა დამემამრთა. წყალი ალბათ მალე კორპუსებთან ამოვა, ასე თუ გაგრძელდა. სავარაუდოდ კოლექტორებში ვეღარ გაიტანა, გაიჭედა რაღაც და დაგუბდა. არც ძაღლების ბედი ვიცი, არც ადამიანების,“ – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ეკატერინე ლომიძე.“

„112 დავრეკეთ, ჯერ დამხმარე რაზმები არ მისულან იქნებ ვინმემ მიაწვდინოთ ხმა და დავეხმაროთ, ფანრებს ანათებენ შველას ითხოვენ სახლები მოძრაობენ და მდინარემ ხეები წაიღო. კატასტროფა ხდება“, – წერენ მოქალაქეები.

თბილისელებმა და საერთოდ, საქართველოს მოსახლეობამ არნახული სამოქალაქო თავდადება და გმირობა აჩვენა!
ხელისუფლებამ კი, იმდენიც ვერ მოახერხა, რომ სტიქიას გადარჩენილი ადამიანები ზოოპარკიდან გაქცეული მშიერი ვეფხვისაგან დაეცვა!

ავტორი: ბერდია კალანდია

 

 

 

13 ივნისს გარდაცვლილები:
ნუგზარ ბუაძე;
დავით გაბიტაშვილი;
ჟანა ეგიაზაროვა;
ნანა ფილიშვილი;
ელზა ზარანდია;
ინდირა ზარანდია;
გურამ პეტრიაშვილი;
მარიამ ქუთელია;
ნინა შუტკოვა;
ივლიტა ჯიბუტი;
ნატა ნინაშვილი;
სულიკო ნოზაძე;
ზურაბ მუზაშვილი;
კარპო ენუქიძე;
ოთარ ცუხიშვილი;
ელიზბარ ბაღაშვილი;
გივი დვალი;
ლიანა ეგიაზაროვა;
სვეტრალა ეგიაზაროვა;
მალხაზ ჭიტაძე;
გულიკო ჭიტაძე.
13 ივნისს დაკარგულები:
სერგო კაპანაძე;
ბექა ბუთურიშვილი.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 13 ივნისს ერთმანეთს 9 გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა დაემთხვა. მათ შორის მეწყერი, ღვარცოფი, უხვი ნალექი და წყალმოვარდნა. საერთო ჯამში, თბილისს 100-მილიონიანი ზარალი მიადგა.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ