25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

თაღლითური SMS-ები ჯარიმების სახელით — სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მოსახლეობას მიმართავს

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს.

“მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის შეხსენებას ეხება.

შეტყობინებაში მითითებულია ანგარიშის ნომერი და გადახდის ბმული.

გთხოვთ, მსგავსი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემთხვევაში არ შეასრულოთ მითითებული ინსტრუქცია, არ გააზიაროთ პერსონალური ან საბანკო მონაცემები.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცხელ ხაზს: 032 236 55 01”,_ წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციები მხოლოდ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას ემსახურება
შემდეგი სტატიავენესუელაში, მიწისძვრიდან 8 დღის შემდეგ, ნანგრევებიდან ცოცხალი მამაკაცი ამოიყვანეს