თაღლითურ სქემაში 20 000 მოქალაქეა ჩართული : ხაბეიშვილი გამოკითხვაზე მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. საქმე ეხება თაღლითურ სქემას ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, რომელშიც სუს და უჩა მამაცაშვილი მონაწილეობენ.

“ჩემი ინფორმაციით ასეულობით ასეთი ოფისია გახსნილი, სადაც ძალია მაღალი ანაზღაურება აქვთ რიგით ქოლ-ცენტრის თანამშრომლებსაც კი, იწყება 2 000 დოლარიდან და მინიმუმ 5 000 დოლარამდე ადის, საუბარია 20 000 საქართველოს მოქალაქეზე, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობს ამ თაღლითურ სქმეაში. მათ და მათი ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ საერთაშორისო თაღლითურ დანაშაულში არიან ჩათრეულები სუს-ის ხელმძღვანელისა და უჩა მამაცაშვილის მიერ”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში ეკლესია მეოთხედ გაქურდეს
შემდეგი სტატიადილარ ხაბულიანი ფრაქციის შექმნის მიზნით „ლელოს“ ჯგუფს უერთდება