„თაღლითურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ” – ოპოზიცია მოუწოდებს ცესკო-ს გაუძლოს ხელისუფლების წნეხს და არჩევნები კვირას დანიშნოს

ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში საიდუმლო შეხვედრა მიმდინარეობს – ცესკო-ს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეს ხვდება. მანამდე ცესკო-მ არჩევნების გამოსაცხადებლად 13:00 საათზე დაგეგმილი სხდომა 19:00 საათისთვის გადადო.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცესკო ხელისუფლების სურვილით ცდილობს, არჩევნები შუა კვირაში დანიშნოს, რაც მოქალაქეებს ხმის მიცემის პროცესში ხელს შეუშლის.

„ცესკო თაღლითურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მთავარი თაღლითი მართლაც ამ შემთხვევაში არის თამარ ჟვანია, რომელიც ასრულებს ყველა დავალებას, რომელსაც იღებს „ქართული ოცნების“ შტაბიდან. ეს მათ ვერ უშველის მით უმეტეს, რომ დღეს გამოქვეყნდა ედისონის კვლევები კვლევები, სადაც 12% იგებს ვაშაძე. ამ ვადებით მანიპულაციას ახდენენ. არ უშველით. როგორც პირველიდან შვიდ საათამდე ცესკო-ს სხდომის გადადება არ უშველით და ნათლად აჩვენებს მათ თაღლითურ მოქმედებას, ამ თაღლითობას აუცილებლად უპასუხებს ქართველი ამომრჩეველი,“-ამბობს გიორგი ვაშაძე.

„ევროპულ საქართველოში“ კი ფიქრობენ, რომ ცესკო ხელისუფლების წნეხის ქვეშაა და „ქართული ოცნება“ წაგების შიშით სხვადასხვა მანიპულაციებს მიმართავს. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ არჩევნები აუცილებლად კვირა დღეს უნდა ჩატარდეს.

„დღეს მოვუწოდებ ცესკო-ს იხელმძღვანელოს კანონით და მხოლოდ კანონით და გაუძლოს შეშინებული ხელისუფლების სრულიად უკანონო წნეხს,“-ამბობს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა
შემდეგი სტატიააშშ-ს ახალი ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ერთ- ერთი პირველი შეხვედრა გიორგი გახარიასთან გამართა