თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე სიღნაღის მერიის სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანი პასუხისგებაში მისცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის, თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანი ნათია პ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ინფორმაციით, ნათია პ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი პირების მონაცემების გაყალბების გზით, თაღლითურად დაეუფლა აღნიშნულ პირთათვის განკუთვნილ სოციალური დახმარების თანხებს. სუს-ის ინფორმაციით, სულ თაღლითური გზით მითვისებულია 1450 ლარი.

„გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის, თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნტით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – აცხადებენ სუს-ში.

banner
წინა სტატიაშიფოთში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა
შემდეგი სტატია,,როცა მაღაზიიდან გამოვედი, დავინახე, რომ ქვემოთ ბავშვი ეგდო”-რას ყვებიან ფოთში მომხდარ შემთხვევაზე თვითმხილველები?!