დაკავებულია თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავა.
“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს დაპირდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა 16 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება”-აცხადებს საგამოძიებო უწყება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია: რა არის გასაკეთებელი და რა უნდა იყოს მომავლის გეგმა
შემდეგი სტატიაგზის გადაკეტვისთვის დიპლომატ გიორგი წიქარიშვილის 10-დღიანი პატიმრობა მიესაჯა