თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ბათუმის მერიის წარმომადგენელი დააკავეს

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია ბათუმის მერიის წარმომადგენელი კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამოძიების ინფორმაციით, გოჩა დევაძემ მოქალაქეს უკანონო მშენებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის დაჩქარების სანაცვლოდ 2 ათასი ლარი გამოართვა. მისი დაკავება სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სწორედ თანხის აღების დროს მოხდა. ბრალდებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ელის.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიასიეტლში, იმ ადგილთან სადაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობდა, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა