თაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისება – „ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

„ბილდინგ დეველოპერის“ დაკავებულ დირექტორის, ალექსი სიხუაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სიხუაშვილს გამოძიება თაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისებას ედავება.

საუბარია, სოფელ ბადიაურში წყალგაყვანილობის პროექტზე, რომელსაც „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებდა და რომლის შედეგად კომპანიის მფლობელმა ბიუჯეტის ფული მიითვისა.

ირკვევა რომ შპს-ს 7 მილიონიანი კონტრაქტი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ პრემიერის დავალებით გაუფორმა. ამ კომპანიის დირექტორი კი თბილისის მერის მოადგილის ძმაა.

ალექსი სიხუაშვილის დაკავება “შაბათის კურიერის” ეთერში მისი საქმიანობის შესახებ სიუჟეტის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ეთერში ანონსის გასვლის შემდეგ მოხდა.

“წარდგენილ ბალდებას არ ეთანხმება. აღკვეთის ღონისძიებაზე მე როგორც ვიცი, პროკურატურა მიმართავს პატიმრობით, მაგრამ დაცვის მხარე ყველანაირად შეეცდება, რომ სასამართლო დაარწმუნოს იმაში, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. ჩვენ არსად მიმალვას არ ვაპირებთ, ნებისმიერ დროს გამოვცხადდებით საგამოძიებო ორგანოებში და ვითანამშრომლებთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,”-განაცხადა სიხუაშვილის ადვოკატმა როსტომ ლაზარიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება