2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებული გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული:

“გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა, თბილისში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მისი ნაცნობის – ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქის თითქოსდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა 3 000 აშშ დოლარი, საიდანაც 500 აშშ დოლარი წინასწარ გამოართვა.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4 – დან 7 – წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_  ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“არაერთი მავნე დანაშაული გამოვლინდა”- რის შესახებ საუბრობს ყაველაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს