17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

თაღლითობა რუსთავში: დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულმა, თავისი თანამშრომლებისა და ახლობლების პირადი მონაცემების გამოყენებით, მათ სახელზე ერთ-ერთი საბანკო დაწესებულებაში დისტანციურად გახსნა საბანკო ანგარიში და აღნიშნული პირების სახელზე ონლაინ სესხის დამტკიცება მოითხოვა. ბრალდებულმა არასწორი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, საბანკო ორგანიზაცია მოატყუა და 4 სხვადასხვა პირის სახელზე დამტკიცებული სესხს საერთო ჯამში – 48 130 ლარს, თაღლითურად დაეუფლა.

სამართლდამცავებმა ბრალდებული 2026 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დევნა დაიწყო
შემდეგი სტატია“ნამახვანჰესის” საქმე: აშშ-ის სასამართლომ საქართველოს კომპანია ENKA-ს სასარგებლოდ მილიარდ ლარზე მეტის გადახდა დააკისრა