თაღლითობა იუსტიციის სამინიტროს სახელით და პატიმრის ოჯახისგან მოტყუებით მითვისებული ფული – დაკავებულია ერთი პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ ის მოქალაქეს ერთ-ერთი მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებას დაჰპირდა და 2 700 აშშ დოლარი გამოართვა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, დაარწმუნა იგი რომ თითქოს მუშაობდა ვადამდე ადრე გათავისუფლების ე.წ „უდო“-ს კომისიაში და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 2 700 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება”, – წერია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშირუსეთის წარმატების შანსები მცირდება – სირსკიმ ფრონტის ყველაზე ცხელი მონაკვეთების შესახებ ისაუბრა
შემდეგი სტატიაპროსამთავრობო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 57.1 მლნ ლარი იყო, კრიტიკული ტელევიზიების – 18.4 მლნ | TI-ის კვლევა