29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

თაღლითობა დასრულებული ბინის ფოტოებით: რუსთავში ორმა პირმა მოქალაქეს 100 000 ლარზე მეტი გამოსძალა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად 102 850 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულებმა დაზარალებული მოატყუეს თითქოსდა აშენებულ და დასრულებულ საცხოვრებელ კორპუსში არსებულ ბინას ყიდდნენ. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის გაუგზავნეს სხვა საცხოვრებელი ბინის სურათები და დაარწმუნეს თითქოსდა სწორედ აღნიშნულ ბინას ყიდდნენ, რეალურად კი მიყიდეს დაუსრულებელ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ, დიდი ოდენობით – 102 850 ლარს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ელენეს ახლა ისევე ეპყრობიან, როგორც მაშინ მე მეპყრობოდნენ -ეს არის წამება ევროპული კონვენციების მიხედვით