“თადუმაძემ მოგვატყუა… ოთხშაბათს მივდივარ მასთან და იმედია არ დამემალება”- ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე 6 თებერვალს, 12 საათზე მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრაზე მიდის. სარალიძის თქმით, თადუმაძესთან პირველი შეხვედრის შემდეგ დიდი დრო გავიდა და დაპირებების მიუხედავად არც ერთ კითხვაზე არც მისი შვილის მკვლელობის და არც მის მიმართ ბრალდების საქმეზე პასუხი გაცემული არ არის.

„მივდივართ და იმედია, არ დაგვემალება. ჩვენ მას შეხვედრის მოთხოვნით წერილითაც მივმართეთ, თუმცა, მისგან შეხვედრაზე არც დასტური მოგვსვლია და არც უარი. ასე რომ, სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მივიდეთ და შეხვედრა მოვითხოვოთ, ჩვენ არ გვრჩება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის სიტყვებით კი, მთავარმა პროკურორმა, წესით, საქმეში არსებული ყველა დეტალი უკვე უნდა იცოდეს და შეკითხვებს უპასუხოს:

„არა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, რომელიც ფაქტობრივად გაჩერებულია, არამედ ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეზეც. ფაქტია, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ დაზარალებული ბრალდებულად აქცია“, – აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე : შსს-მ ჩანაწერების მესამე რიგის გამავრცელებლებს არ უნდა შეაწმინდოს ხელი, დასადგენია, ვინ დგას ამის უკან
შემდეგი სტატია“ვერავინ გაბედავდა ამას ივანიშვილის დაკვეთის გარეშე” – ხათუნა სამნიძე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე