ტეტუნაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს ელჩმა და კონსულმა სალომე ტეტუნაშვილი ნეაპოლში მოინახულეს. მათივე ინფორმაციით, ტეტუნაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება:

“იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და კონსულმა ნატალია კორძაიამ ქ. ნეაპოლში მოინახულეს საქართველოს მოქალაქე სალომე ტეტუნაშვილი, რომლის საძიებო სამუშაოებიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. სალომე ტეტუნაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ელჩმა და კონსულმა შეხვედრა გამართეს ასევე ნეაპოლის პოლიციის ხელმძღვანელობასთან.

ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. ინტენსიურად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზე იყო დაკარგულის ოჯახთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს.” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე პეკინში 9 სპორტსმენით წარსდგება
შემდეგი სტატიარუსეთის არ ხსენება გავიგეთ, მაგრამ აფხაზეთი და ცხინვალი რომ ახსენოთ იმ რეზოლუციაში, ეგეც არ მოსულა?