თეთრი სახლი რუსული ბომბდამშენის ინციდენტს ეხმაურება

თეთრი სახლი რუსული ბომბდამშენის ინციდენტს ეხმაურება

8თეთრი სალხლის პრესმდივნის ჯოშ ერნესტის განცხადებით, რუსული ბომბდამშენის სუ-27-ს ინციდენტი ამერიკულ სამხედრო საზღვაო ხომალდთან ,,დონალდ კუკთან,, არ შეესაბამება პროფესიულ სამხედრო ნორმებს.
,,ეს შემთხვევა არის სრულიად შეუსაბამო, საერთაშორისო წყლებში და საჰაერო სივრცეში ერთმანეთის უშუალო სიახლოვეს მომუშავე სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიულ ნორმებთან,, აღნიშნა ერნესტმა. პრესმდივნის განცხადებით, თეთრმა სახლმა იცის ამ ინციდენტის შესახებ, რომელიც მისივე თქმით ერთადერთი შემთხვევა არაა რუსი სამხედროების მხრიდან.

,,ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას რუსი სამხედროების ქცევებთან დაკავშირებით,, აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი.
პენტაგონის აზრით, ზემოაღნიშნული ინციდენტი, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ბომბამშენი შეუიარაღებელი იყო, არც თუ უხიფათო სიტუაციას წარმოადგენდა, რამეთუ ქმნიდა შეჯახების ხიფათს, თვითმფრინავსა და ამერიკული სამხედრო გემიდან ასაფრენად გამზადებულ პოლონურ ვერტმფრენს შორის.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა გამანადგურებელმა სუ-24-მა ამერიკულ ხომალდს USS Donald Cook-ს ბალტიის ზღვაზე ახლო მანძილზე ჩაუფრინა -ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს. გამანადგურებლებმა ნეიტრალურ წყლებში ორჯერ გადაუფრინეს გემს – შემთხვევა დღეს ღამით განმეორდა. პირველად კი კვირას დაფიქსირდა.
როგორც წყარო ამბობს, გამანადგურებლები შეიარაღებული არ ყოფილან, თუმცა, შეასრულეს თავდასხმის მანევრი. თვითმხილველების თქმით, გამანადგურებლები გემთან 9 მეტრის სიახლოვეს ჩამოფრინდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება
შემდეგი სტატიაკიდევ ერთი მკვლელობა თბილისში